воскресенье, 22 апреля 2012 г.

სამთავრობო ტერორი ქართულ ბუნებაზე… / The governmental terror on the Georgian nature…

საქართველოს მწვანეთა პარტიის საიტზე გამოქვეყნებული საგანგაშო ინფორმაცია გვაუწყებს:
გადავარჩინოთ საქართველო ეკოციდისგან!
საქართველოს პრეზიდენტის . სააკაშვილის ხელმოწერით ამოქმედდა კანონმდებლობა, რომელმაც გააუქმა საქართველოს ბუნების განადგურებისთვის ყველა სასჯელი!
2012 წლის 20 მარტი არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიოს ისტორიაში შევა, როგორც ქვეყანაში ეკოციდის დაკანონების უპრეცედენტო დანაშაული!”
ზუსტად ამაზე იტყვიან: ჩვენს შემდეგ, თუნდაც ქვა-ქვაზე ნუ დარჩენილა“-
დღეს, 22 აპრილს მწვანეთა პარტიის ინიციატივით პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა.
პარტიის თავმჯდომარემ ბატონმა გიორგი გაჩეჩილაძემ კიდევ ერთხელ შეახსენა ქართველ ერს მოსალოდნელი საშიშროების შესახებ
სამწუხაროდ, აქცია ხალხმრავლობით არ გამოირჩეოდა
 ქართული ბუნების ერთგულნი კი ჩვეული ერთგულებით იდგნენ და თავიანთ შეშფოთებას გამოხატავდნენ
-ქართველები სიმბოლურ დღესასწაულებზე ჩამოკიდებულ ერად ხომ არ ვიქეცით მეთქი?..-გავიფიქრე უნებლიეთ.
 რადგან ასეთ შემთხვევაში ერმაც და ბერმაც ერთიანი ძალისხმევით უნდა შემოჰკრას განგაშის ზარები
მე კი, ჩემეული პროტესტი ამგვარი ფოტორეპორტაჟით გამოვხატე
მერე კი, მეუღლესთან ერთად ბუნების წიაღს მივაშურე
ქართული ბუნება ნუ მოგვიშალოს განგებამ!..
გილოცავთ დედამიწის დღეს
გველოცოს და გვეზრუნოს ჩვენი პლანეტის კეთილდღეობისათვის…




***
თემატური ვებგვერდი_ თუ გასხვისდა «ქართული ცა»… If the "Georgian sky" w...
***

========
საძიებელი
The index
\/

გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები... ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines... Janri gogeshvili

========
\=/
***
***
free counters
***

ჯანრი გოგეშვილი პროზა, პოეზია, ესსე (პუბლიცისტიკა), დრამატურგია, აუდიო-ვიდეო ... / Janri Gogeshvili Prose, Poetry, Essays, Articles, The drama, A-V