суббота, 28 мая 2011 г.

იმუნიტეტის პოლიციური ფუნქცია... /“არა ძალადობას”/ Police function of immunity… / ‘No violence’/

***

…ხომ მხნედ ხარ ქართველო! ხომ არ დაიბენი? ხომ უძლებ უიღბლო ტკივილს… დიახ, თურმე ტკივილშიც იღბალი გინდა… როცა ცხრა აპრილის ღამეს ხალხის ნაკადთან ერთად რუსთაველის თეატრს თავი შევაფარე, რა თქმა უნდა, საფრთხეში ჩავარდნილების საშველად გამიწია გულმა. უკან გავბრუნდი და კარს იქით წაქცეულ მამკაცს შევაშველე ხელი… მერე ქალის კივილი გაისმა.ასე ათი მეტრის იქით, სინათლის მკრთალ შუქზე, წაქცეული ქალბატონი შევამჩნიე, რომელსაც რუსი ”დამსჯელი” ნიჩაბს დაუნდობლად ურტყამდა. იქითკენ გავქანდი… ”მოგკლავენ!” მომაძახა მეგობარმა! შეუჩერებლივ დავიხარე ქალბატონის ასაყენებლად, თან მორიგი დარტყმისთვის შემზადებულ სამხედროს ავხედე. წამით, ნიჩაბმომარჯვებულის გაკვირვება ვიგრძენი. შემკრთალს, ხელი თითქოსდა გაუშეშდა, ქალბატონი წამოვაყენე და კინოთატრისკენ წავიყვანე... შიგ მშვიდობით შევაღწიეთ… მაშინ, 1989 წელს, კომუნისტური რეჟიმისგან მოქსეული სადმასჯელო რაზმი რუსთაველის კინოთეტრში არ შემოვარდნილა…თუმც, რა საშინელებაც დაატრიალეს საყოველთაოდაა ცნობილი, (გაშვებული გაზისგან, სხვებთან ერთად, თავად ჩემი მეუღლეც მოიწამლა და...) მაგრამ ამას დამპყრობელი სჩადიოდა... …და როცა ტელევიზიით ვიხილე, ასე, თორმეტი წლის ყმაწვილი, რა ”შემართებით” მოიქცია წრეში, ჩვენმა, ქართულმა სადამსჯელო რაზმის წევრებმა, სხვაგვარად შვძრწუნდი… ვერ ამიხსნია, ამგვარი გაბოროტება რა ”უნარ-ჩვევების” გადანერგვითაა გამოწვეული… ნათელია, ზოგ ”ოპოზიციონერ” პოლიტიკოსს, ვერა და ვერ მოუნელებია, ისე ადვილად რომ გააცურეს ყოფილმა ”თანაგუნდებელმა”, მაგრამ ქართველი ხალხის ამგვარად დაბეჩავებისთვის, უპირველესად, ”ეროვნული ხელისუფლებაა” პასუხისმგებელი… … მიტინგის დარბევის შესახებ, მრავალჯერ ნათქვამი შეფასებების ინტერპრეტაციას, 2005 წელს, ჩემს მიერ გამოცემულ ჟურნალში დაბეჭდილი სტაატიდან, რამდენიმე აბზაცის მოშველიება ვამჯობინე… …წმინდაო, ძლიერო, უკვდავო! უკვდავჰყავ ერზედ ამაგი… შთაბერე _მამულს არ ავნო, ისე გამოწვრთნა სარანგი… …მედიცინაში არის ასეთი ცნება: ”იმუნიტეტის პოლიციური ფუნქცია”. იმუნიტეტის სარანგებს ორგანიზმის ”იმუნოლოგიური ზედამხედველობა” აბარიათ, და ჩვენს ორგანიზმს გულმოდგინედ იცავენ უცხო მიკრობებისგან... სამოქალაქო სარანგები საზოგადოებრივ წესრიგზე აგებენ პასუხს… მაგრამ, ზოგჯერ მათში თურმე გამოერევიან მავნედ გააქტიურებულები, რომლებიც ჯანმრთელ და ავადმყოფ უჯრედებს ერთმანეთისგან ვერ არჩევენ, საღებს გიჟური შემართებით ანადგურებენ, რასაც მოსდევს ორგანიზმის დაუძლურება ანუ ხატოვნად, რომ გადავითამაშოთქვეყნის გზიდან აცდენა და დაბეჩავება. ჩვენც, იმიტომ შევსთხოვთ ღმერთს, ერმა და ბერმა იმგვარი სამართალი დაადგინოს და იმგვარი სარანგები გამოწვრთნას, რომ მათგან დამაყარებულმა ”წესრიგმა” მამულს არ ავნოს…

ჯანრი გოგეშვილი

***

საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების საპროტესტო აქცია... (ფოტოები გადაღებულია ავტორის მიერ...).















****








































































































































































































































































































































































































































ჯანრი გოგეშვილი პროზა, პოეზია, ესსე (პუბლიცისტიკა), დრამატურგია, აუდიო-ვიდეო ... / Janri Gogeshvili Prose, Poetry, Essays, Articles, The drama, A-V


***


***

***